LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაბაზარს 3 გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს

115
5aeb11b4065ef

საქართველოს ავიაბაზარს, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 3 გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ნახევარი წლის შედეგებით, ქართულ საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე უნგრული ავიაომპანია Wizz Air-ია, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს, ავიაკომპანია წლის პირველ ნახევარში 348,850 მგზავრს მოემსახურა, რითიც ბაზრის 14% უჭირავს.

პირდაპირ აშშ-ში - ახალი ავიამიმართულება საქართველოდან

საქართველო აშშ - სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

მეორე ადგილზე 260,776 მგზავრით და ბაზრის 11 %-იანი წილით ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისია“, მესამე პოზიციაზე კი – 10 %-იანი წილით და – 255,066 გადაყვანილი მგზავრით „თურქეთის ავიახაზები“ იმყოფება.  5-ეულში არიან ავიაკომპანიები: „ურალის ავიახაზები“ და „პობედაც“.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 2,449,268 მგზავრს მოემსახურნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები