LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

89
Ewru5S2W8AYiHir-780x470

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრებიან.

შეხვედრა 14:00 სათზე დაიწყება.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

„ახლა ჯერი ოპოზიციაზეა“: „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები