LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებას” იმდენი ცოდვა აქვს, რომ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა” – ნანუკა ჟორჟოლიანი კომენდანტის საათზე

202
BeFunky-collage (1)

კომენდანტის საათი ყველაზე ნაკლები ცოდვაა “ქართული ოცნების”,- აცხადებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

კითხვაზე სამართლიანია თუ არა კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნა, ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მანამდე ვიდრე ქვეყანაში მოსახლეობის მესამედი მაინც არ აიცრება, კომენდანტის საათი აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

“ქართულ ოცნებას” იმდენი ცოდვა აქვს, რომ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

პრობლემაა ის, რომ კომენდანტის საათის დროს სპეციალური ესკორტით დაატარებენ რუსეთიდან ჩამოსულ პირებს და მეორეა, როდესაც სირცხვილიას აქციის ფარგლებში ბავშვებს უვარდებიან და როგორც კრიმინალს აკავებენ.

ზოგადად, “ქართულ ოცნებას” უყვარს პრივილიგირებული ადამიანები, უყვართ როდესაც ვიღაცისთვის მოსულა და ვიღაცისთვის არა.

ვაპირებ, გამოვითხოვო, რამდენ ადამიანს აქვს საშვი ქვეყანაში”.- განაცხადა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები