LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებას” არჩევნებისთვის მთავარი კოზირი აქვს – ეს საჯარო მოხელეებია”

144
ბიძინა

პრემიერის ორჯერ მისვლას პარლამენტში და ოპოზიციის კითხვებზე პასუხს ექსპერტები “ფორტუნასთან” აფასებენ. ნიკა ჩიტაძე დღის თემაში ამბობს, რომ გახარიას საუბარი კორონავირუსის შესახებ იმას ნიშნავს, რომ თავად დიდ მიღწევად თვლიან, ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს. როგორც ექსპერტი ამბობს, ამ მხრივ ქვეყანაში მართლაც კარგი სიტუაციაა, თუმცა ისინი სხვა პრობლემებს ხედავენ.

რამდენად არგუმენტირეული იყო გახარიას პასუხები ოპოზიციის კითხვებზე

– ერთია განცხადება, მაგრამ მეორეა – რამდენად შესაძლებელი იქნება გეგმის განხორციელება. ვიცით, როგორ გაუფასურდა ბოლო პერიოდში ლარი, ანუ კორონავირუსამდე არსებულ ვითარებას ვამბობ, როგორ გაიზარდა საგარეო ვალი და ა. შ.  ამიტომ რამდენად შეძლებს ხელისფლება ამ პრობლემების მოგვარებას, ეს არის მთავარი.

და თქვენი აზრით, მოახერხებს ხელისუფლება ამ პროლემების მოგვარებას, რამდენად დამაჯერებლად გამოყურება ოცნება

–  იქიდან გამომდიარე, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა ხელისუფლევამ, მათ გაუჭირდებათ პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება.  იბიარდის ინფორმაციის მიხედვით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეიძლება 5, 5%-ით შემცირდეს. მით უმეტეს მოდის არჩენები, შეიძლება დაიძაბოს ვითარება.

–  რას გულისხმობთ დაძაბვაში 

– დაიწყება პოლიტიკური ბრძოლა და ბუნებრიბია , პოტენციური ინვესტორი ნაკლებად იქნება დაინტერესებული აქ ინვესტიცია ჩადოს. ისედაც იკლო ამ მხრივ კაპიტალდაბანდების შემოსვლამ. მშპ -ს შემცირება დაანონსებულია, 11-12%-ით პირველი კვარტლის მონაცების მიხედვით, ექსპორტი შემცირდა …

–  არც ისე დამაიმედებელ ციფრებს ასახელებთ, ამის გარდა, საქსტატის ცნობით, სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19, 5%-ია, აპრილში გასული წლის იმავე პერიდოთან შედარებით 16,6%-ით შემცირდა ეკონომიკა – ამ ფონზე ხელისულება სიტაუციის გამოსწორების  რა რესურსი აქვს 

– ხელისუფლებამ 8 წლის მანძილზე სოციალურ-ეწკონომიკური პრობლემები ვერ გადაჭრა. “ქართული ოცნების” ძლიერ მხარედ მიიჩნევა ის, რომ ჯანდაცვის სექტორი ფინანსდება, გადაუდებელი ოპერაციები, მაგრამ ვაღიროთ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი ნაციონალური მოძრაობის დროს გაიზარდა და ისინი აპირებდნენ ამ სისტემის შემოღება 2012 წელს. ოცნებას მზა ბიუჯეტი დახვდა. ხელისუფლებამ ბერი შეცდომა დაუშვა.

თუ ვერ დაძლია მთავრობამ ეკონომიკური კრიზისი, არჩევნების წინ რას შეცვლის ან არჩევნებზე თუ მიიღებს ამაზე პასუხს ხელისუფლება ხალხისგან 

– რეიტინგი უფრო დაიწევს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ 300 ათას ადამიანამდეა საჯარო სექტორში დასაქმებული, ამიტომ ეს მისთვის მთავარი კოზირია. ეს ადამინები დაინეტერესებულები იქნებიან, რომ ოცნებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 

პოპულალურები