ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება“, – ასე აფასებს მსოფლიოში უმსხვილესი, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

“მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს – Ryanair-ი საქართველოშია. მოგეხსენებათ, მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობის მხრიდან, რომ შემოგვეყვანა ეს ავიაკომპანია და ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვაახლეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. Ryanair-ი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს დარა თქმა უნდა, ასევე, ხელმისაწვდომ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Ryanair-მა ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება გასულ კვირას, 6 ნოემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან მილანის მიმართულებით, ქუთაისიდან კი – მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით დაფრინავს.

ცნობისთვის, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს.

მსგავსი თემები