LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგური გაიყიდა

156
Wind-Farm

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% -იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა, რომელშიც კომპანია შპს „კავკასიის ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა და შეძენის ფასი 14, 400, 000, 00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი შპს „კავკასიის ქარის კომპანიას“ აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ.

„თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი „გამყიდველების“ მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის“ ჩარიცხვა. სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100%–იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით, განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები