LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარხნიდან 20 ტონა შოკოლადი გაიტაცეს – ქურდს და სატვირთო მანქანას ამ დრომდე ვერ პოულობენ

825
BeFunky-collage (13)

ქარხნიდან 20 ტონა შოკოლადი გაიტაცეს. შემთხვევა ავსტრიაში მოხდა. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება, რომ ქურდმა ქარხნის თამანშრომლები მოატყუა.

როგორც გაირკვა, ქარხანამ ადგილობრივ კომპანიას სთხოვა, შოკოლადის პროდუქტები ავსტრიიდან ბელგიამდე ჩაეტანა. ავსტრიულმა კომპანიამ კონტრაქტი უნგრეთის სატვირთო ფირმაზე გააფორმა, რომელმაც გარიგების შესასრულებლად ჩეხი კონტრაქტორი დაიქირავა. ასე რომ, როდესაც ჩეხური სატვირთო მანქანა ავსტრიის ქალაქ ბლუდენსში, ქარხანაში მივიდა, მუშებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატვირთეს ავტომობილი.

ტკბილეული, რომლის ღირებულება 55 000 დოლარი იყო, ქურდს უპრობლემოდ გაატანეს.

პოლიციამ შემდეგ გაარკვია, რომ საბუთები და სატვირთოს ნომრები გაყალბებული იყო და პიროვნება ჩეხურ კომპანიაში საერთოდ არ მუშაობდა.

გერმანულ გამოცემასთან პოლიციამ მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქურდს ამ დრომდე ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ-მღძოლიც და მანქანაც გაუჩინარებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები