ქარიშხალ ოფელიას შემდეგ ირლანდიაში, ფორლონტ პოინტის რაიონის სანაპიროზე უძველესი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. ეს ადგილი რკინის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. ინფორმაციას Irish Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქარიშხლის შემდეგ სანაპიროზე ადამიანის ნაშთები იპოვეს, რომელიც ადგილობრივმა ანთროპოლოგებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის აღმოჩენილი ძვლები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V-IV საუკუნეების პერიოდისაა.

სანაპიროს ეს მონაკვეთი შესწავლის მიზნით, დროებით ჩაიკეტა. ადგილზე სპეციალისტები და ირლანდიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები მუშაობენ.

მსგავსი თემები