LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელში მიცვალებულები აერიათ

93

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთში, საავადმყოფოდან სხვა ცხედარი გადაასვენეს. ჭირისუფლებმა ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახში მისვენებულ ცხედარს სუდარა მოხსნეს.

როგორც აღმოჩნდა, ბრეთში დევნილთა კორპუსებში მცხოვრები, 94 წლის ნინა ცისკაძის ცხედარი შეცდომით გადაასვენეს.

ერთსა და იმავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაიცვალა. ერთი – სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79 წლის ქალი იყო; მეორე კი – ზნაურიდან დევნილი 94 წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ელოდნენ ცხედარს. ამ დროს შენობის ეზოში ბრეთელები მივიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ოჯახს სხვა მიცვალებული მიუყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები