უცნაურობებით სახელგანთქმულმა დალიმ ძილიც უჩვეულო იცოდა. მხატვარს სკამზე ეძინა, ჩაძინებამდე კი, მუხლზე მეტალის თეფშს იდებდა, ხელში გასაღებს იჭერდა, რომელიც ადრე თუ გვიან ხელიდან უვარდებოდა, მეტალის თეფშს ხმაურით ეცემოდა და პატრონს აღვიძებდა. დალის განცხადებით,  სწორედ ამგვარი გამოფხიზლებით პოულობდა ის შთაგონებას.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

არასდროს ვეტანები ნარკოტიკებს, რადგან თვითონ ვარ ნარკოტიკი!

მე არასდროს ვეძებ, მე ყოველთვის ვპოულობ.

მტრებს ყოველთვის ყვავილებს ვჩუქნი და აუცილებლად კუბოში.

სიზარმაცე ვერასდროს შექმნის შედევრს.

ინტელექტი ამბიციების გარეშე ჩიტს ჰგავს ფრთების გარეშე.

ნორმალურობას ყოველთვის ჩიხში შევყავარ!

რთულია განსაზღვრო სად სრულდება გენიალურობა და იწყება სიგიჟე.

ძალიან მიყვარს ჭკვიანი მტრები.

ირონია – აზროვნების ესთეტიკური შემადგენელია.

ნუ შეგეშინდება სრულყოფილების, მაინც ვერასდროს შეძლებ მის მიღწევას.

ფულის მონობისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა – მისი საკმარისად დაგროვებაა.

გენიალურობის თამაშით, გენიოსი ვერასდროს გახდები.

ისტორიის წინ სირბილი უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი აღწერა.

იყო მდიდარი არაა სირცხვილი, სირცხვილია, უპატრონოდ მოკვდე ღობის ძირში.

ნუ ეცდები ფეხი აუწყო დროს, რადგან დრო ყოველთვის საკუთარი ტემპით მიდის.

მართალია, ქალის მთელი გულით შეყვარება არ ღირს, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.

ყოველთვის იმას ვხედავ, რასაც სხვა ვერ ხედავს, რადგან ის, რასაც სხვა ხედავს, მე არ მაინტერესებს.

ჩემსა და შეშლის შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, შეშლილს ჰგონია, რომ ნორმალურია, მე კი, ვიცი, რომ არანორმალური ვარ.

 

მსგავსი თემები