LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელიც “პროფესიონალ ჩამხუტებლად” მუშაობს, საათში 80 დოლარს გამოიმუშავებს

10752
00 (1)

რა ჯობია, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და კარგ ანაზღაურებასაც იღებ. რობინ მარი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩახუტება, ერთი შეხედვით ამ მარტივი მომსახურებით, წელიწადში 40 000$ გამოიმუშავებს.

”ეს ძალიან მადლიერი საქმეა, ჩახუტება ასტიმულირებს ინტიმური ურთიერთობის ჰორმონს, რაც ამაღლებს განწყობას და ამცირებს სტრესს“ – ამბობს მარი.

სეანსი დაახლოებით ოთხი საათი გრძელდება, ღირებულება საათში 80 დოლარია. თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომელიც კლიენტმა უნდა დაიცვას. აუცილებელია, რომ ადამიანი, ვისაც რობინ მარი მომსახურებას გაუწევს, ჩაცმული იყოს. მაგალითად, ზაფხულში შეგიძლიათ მუხლამდე ჩორტები ჩაიცვათ.

„ჩემთან მოდიან მარტოხელა ადამიანები, ვინც ერთფეროვან ურთიერთობაშია, ასევე, დაქორწინებულები, რომლებიც უბედურები არიან, მომსახურებას ვუწევ დაქვრივებულ ქალებსაც, მათ იციან, რომ სეანსი არ გულისხმობს არანაირ სექსუალურ კავშირს. ამ ყველაფერში ინტიმი და უხამსობა არ არის“- ამბობს რობინ მარი და დასძენს, რომ ჩახუტებით დარდს არა მარტო სხვებს უმსუბუქებს, არამედ საკუთარ თავსაც ეხმარება სტრესის დაძლევაში.

ცნობისთვის, ჩახუტების სერვისი აშშ-ში უკვე ორი წელია, რაც შეიქმნა. ქალებსა და მამაკაცებს ფულის გადახდის შემთხვევაში საშუალება აქვთ “პროფესიონალი “ჩამხუტებელი გამოიძახონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები