LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქები, რომლებიც 2019 წელს ტურისტებმა ყველაზე მეტად დააფასეს

238
44

ყველა მოგზაურის გემოვნება და ინტერესები რა თქმა უნდა განსხვავებულია, თუმცა მაინც შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი დანიშნულებები სარგებლოს ყველაზე დიდი ინტერესით. ტურისტულმა პორტალმა “Euromonitor” 2019 წელი შეაჯამა და ყველაზე ნახვადი ადგილების რეიტინგი შეადგინა.

 

ჰონგ-კონგი
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს არც თუ ისე კარგი ხანა უდგას, რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნება მაინც მოახერხა. 2019 წელს დასახლებას 26 მილონი ტურისტი ეწვია. კოლორიტული ადგილი ყველა გემოვნების მოგზაურს აკმაყოფილებს.

 

ბანგკოკი
ბევრი ტურისტის საყვარელი დანიშნულება თბილი კლიმატით და უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა გამორჩეული. ბანგკოკს გასულ წელს თითქმის 26 მილიონი ვიზიტორი ყავდა.

 

მაკაო
კაზინოების მოყვარულთა სამოთხე თავის თავში სიძველეს და თანამედროვე მეგაპოლისის მახასიათებლებს აერთიანებს. ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში პორტუგალიის კოლონიას წარმოადგენდა, ამიტომ მაკაოს სტუმრებს ევროპისა და აზიის ნახვა ერთდროულად შეუძლიათ. დანიშნულებას გასულ წელს 20 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

 

ლონდონი
ბევრი ცნობილი მუზეუმი, ბრიტანული ტრადიციები, შუა საუკუნეების სასახლეები და ბევრი სხვა რამ გახდა იმის მიზეზი რომ ქალაქმა 19,5 მილიონი მოგზაური მიიზიდა.

 

სინგაპური
თითქმის ამდენივე რაოდენობის ადამიანი ესტუმრა სინგაპურსაც, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა ყველა გემოვნების ადამიანს ერგება. სინგაპურს ძირითადად ეგზოტიკის, ტექნოლოგიების და საერთაშორისო გამოფენების გამო აკითხავენ ხოლმე.

 

პარიზი
ბევრი ადამიანის საოცნებო პარიზი წელს მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. დანიშნულებას ძირითადად რომანტიკისთვის აკითხავენ და 2019 წელს მას 19 მილიონი ტურისტი ყავდა.

 

დუბაი
მიუხედავად ზედმეტად ცხელი კლიმატის და საკმაოდ მაღალი ფასებისა, დუბაის მაინც ბევრი ვიზიტორი ყავდა. მიზეზი კი სავარაუდოდ, ულამაზესი სანაპიროები, გართობა და შოპინგია.

 

სტამბოლი
თურქულ ქალაქს 15 მილიონი მოგზაური ესტუმრა. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი ვიზიტორებს მდიდარი ისტორიით და ბევრი საინტერესო გასართობით იზიდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები