LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში, ქორწილში ტერაქტის შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა

84
Untitled

ქაბულში, ერთ-ერთ ქორწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 63 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა. ამის შესახებ ავღანეთის შსს იუწყება.

მათი ინფორმაციით, წვეულებაზე ათასამდე სტუმარი იმყოფებოდა. პოლიცია ადასტურებს, რომ ტერაქტი სწორედ თვითმკვლელმა განახორციელა, რომელმაც თავი მოზეიმეთა დიდ ჯგუფში აიფეთქა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წლის დასაწყისიდან, ქაბულში, ეს უკვე რიგით მეჩვიდმეტე ტერაქტია. წინა 16 ტერაქტის დროს, სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 700-მდე დაშავდა.

7 აგვისტოს ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან, ავტომობილის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 145 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები