LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინო, დალიე ჩაი”-რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მოსახლეობამ პუტინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააპროტესტა

92

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში დღეს ასობით ადამიანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა რეგიონში პოლიტიკური კრიზისის მიმართ პუტინის დამოკიდებულება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, შესაძლო მოწამვლის ფაქტი გააპროტესტეს.

“პუტინო, დალიე ჩაი” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რითაც ისინი ალექსეი ნავალნის საქმეზე მიანიშნებდნენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, თავი შეუძლოდ აეროპორტის კაფეში ჩაის დალევის შემდეგ იგრძნო.

ცნობისთვის,ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან იმყოფება მას შემდეგ, რაც ის ტომსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ამის გამო, თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.რუსი პოლიტიკოსის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა,იგი სამკურნალოდ გერმანიაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები