“ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ მას რეალური პრობლემები აქვს – რაც, ჩემი აზრით, მას კიდევ უფრო საშიშს ხდის.” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენმა ასევე განმარტა, რას გულისხმობდა პრობლემებში და თქვა, რომ “რუსეთის პრეზიდენტი ზის ეკონომიკის თავზე, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები და სხვა არაფერი”.

როგორც აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, პუტინის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს რუსეთის დაზვერვაზე უპირატესობა აქვთ და ეს ძალიან კარგად იცის თავად პუტინმაც.

ბაიდენი ამბობს, რომ ის რუსეთისგან არჩევნებში შემდგომ ჩარევასაც ელის.

პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს კონგრესის 2022 წლის შუალედური არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას, ეს კი ამერიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები