LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის, მაგრამ გვაფურთხა…“

625
putinvladimer-12

ვლადიმერ პუტინი არ აპირებს, საქართველოს სანქციები დაუწესოს და ამას „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“ აკეთებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 9 ივლისს რუსულ მედიასთან გააკეთა.

ქართულ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის განცხადებებს, განსაკუთრებით, ისტორიის გაყალბების ნაწილში.

ერთ-ერთი საინტერესო სტატუსი ამ მხრივ ზურა სტეფანიას ეკუთვნის:

„დღეს პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის..

სახე შეინარჩუნა.

და ასე მშვიდი სახით თავზე გადაგვახია ყველაფერი, ისტორია, კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ენა, ყველა ომი, ყველა ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ადამიანის ცხოვრების ისტორია…

ასე პირდაპირ, კამერების წინ, მსოფლიოს გასაგონად, გენოციდის მოწყობაში დაგვადანაშაულა… გენოციდი ხომ ვიცით რას ნიშნავს, უპატიებელი დანაშაულია…

საქართველო არც კი არსებობდა რუსეთამდეო, სერიოზული სახით გვაუწყა.

აფხაზეთში იქეთ შედიოდა საქართველო, სანამ ქართველებმა არ დაიპყრეს და არ ააწიოკეს აფხაზებიო, ლამის მუჰაჯირობის მიზეზიც ჩვენ შემოგვტენა.

სოჭიდან რომ ერეკებოდნენ ქართველებს ფეხით და ურმებით, აფხაზეთიდან რომ ყრიდნენ მოსახლეობას და თვითნ სახლებოდნენ, ეს გამორჩა.

ქართული ეკლესიები, ციხეები, ათასწლოვანი სიძველეები, ქართველი მეფეები, თვითონ აფხაზის ქართველობა და აფხაზეთის რუსიფიკაციის არაერთგზის მცდელობაც გამორჩა.

რაც ენაზე მოადგა, ყველაფერი გვითხრა.

ტყუილად ნუ ბაქი-ბუქობთო, თქვე სისხლის მსმელებოო, მერე რა, რომ კარგად მღერით, კარგი საჭმელები გაქვთ, ძალიან რომ გაფასებთ და მიყვარხართ, მაინც ასეთი საშინელი, ბარბაროსი ხალხი ხართო – ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასე თქვა.

დღეს პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის, მაგრამ გვაფურთხა.

თბილისი დუმს.

სიონი დუმს.

ხალხი დუმს.

დუმაც დუმს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები