LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის მიერ გენერალ-მაიორად შერაცხულმა კადიროვმა მაიკ პომპეოს ანგარიშები გაუყინა

124
kad 22

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა.

კადიროვმა ამის შესახებ გროზნოში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბატონ პომპეოს სტუმრად ვეპატიჟებოდი, მაგრამ ახლა ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ამის გაკეთების უფლება არ მაქვს. მორჩა, ვაუქმებ მოწვევას და ვაცხადებ, რომ მას სანქციებს ვუწესებ, რომელიც ჩვენს რესპუბლიკაში გვაქვს, მათ შორის ვაცხადებ მისი ანგარიშების გაყინვას. იგივე გააკეთეს მათ ჩემს წინააღმდეგ“, – განაცხადა კადიროვმა.   

20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები კადიროვის მეუღლესა და შვილებზეც გავრცელდება.

რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

ამერიკის მიერ კადიროვისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები