LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ჰოკეის თამაშის დროს წაიქცა [ვიდეო]

409
reu

რუსეთის პრეზიდენტი ჰოკეის თამაშის დროს წაიქცა. Associated Press და Reuters წერენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ყინულის ჰოკეის მატჩის დროს  8 გოლი გაიტანა და მაშინ , როცა გამარჯვებას აღნიშნავდა, დასაფენს ფეხი წამოკრა და მუხლებით დაეცა.მას წამოდგომაში თანაგუნდელები დაეხმარნენ.

პუტინმა ყინულის ჰოკეი სოჭში, ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილ წევრებთან ერთად ითამაშა.

კრემლის განცხადებით, პუტინმა 10 გოლი გაიტანა და ანგარიშით 14-7 დაამარცხა მოწინააღმდეგე გუნდი.

“გარდიანის” ცნობით,თამაშის დროს პრეზიდენტის გუნდში იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები