LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

162
shutterstock-550053514

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. შესაბამისი განაცხადი ნობელის კომიტეტს 10 სექტემბერს გაუგზავნეს.

ნობელის კომიტეტს განაცხადი აკადემიკოსმა და მწერალმა სერგეი კომკოვმა გაუგზავნა.

კომკოვის აცხადებს, რომ პუტინს ეს ჯილდო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში 27 ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთის შესახებ შეტანილი ცვლილებებისთვის ეკუთვნის.

კომკოვის მტკიცებით, მისი განაცხადის შემდეგ ნობელის კომიტეტს ამერიკულმა მხარემაც მიმართა და დონალდ ტრამპი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ნობელის პრემიაზე ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნიც არის წარდგენილი, რომელიც 20 აგვისტოს “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

ნავალნი ორი დღის წინ ბერლინის კლინიკიდან გამოწერეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ოპოზიციონერმა თავად მოიწამლა თავი.

12 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მიმდინარე კვირაში მეორედ წარადგინეს. ტრამპი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.

მანამდე დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში ნორვეგიელმა დეპუტატმა წარადგინა. მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარება გახდა.

2020 წლის ნობელის ლაურეატების დასახელება 5-12 ოქტომბრის პერიოდში იგეგმება, თუ რასაკვირველია, დაჯილდოვებას ხელი პანდემიამ არ შეუშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები