LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინ ხუილო“ – აქცია რედისონთან გრძელდება [ვიდეო]

532
64765275_491365091405055_2500964786515214336_n

პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. „პუტინ ხუილო”, “გაუმარჯოს საქართველოს”. მათი მოთხოვნებია, რუსი დეპუტატების სასწრაფო დეპორტაცია საქართველოდან და იმ საორგანიზაციო ჯგუფის “ბოდიში”, რომელმაც რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლა და გამოსვლა უზრუნველყვეს.

“ერთი კაციც კი თუ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე” – განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელიც აქციის მონაწილეებს შორისაა.

სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფება. აქციის მონაწილეებმაც პარლამენტიდან „რედისონის“ მიმართულებით სწორედ ამის გამო გამომდინარე გადაინაცვლეს.

ფოტო: ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები