LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP მომხმარებლებს პირბადეებს 20 თეთრად სთავაზობს

96
132331040-703968066947180-4039310187479668719-n

დღეიდან, PSP მომხმარებლებს სამედიცინო პირბადეებს 20 თეთრად სთავაზობს, მათ კი, ვინც ანტისეპტიკურ საშუალებებს (დეტოლი, კუტექსი, მისშა, ან ლეა) შეიძენს, 5 პირბადეს საჩუქრად გადასცემს.

ახალი კოვიდვირუსისგან თავდასაცავად პირბადის მოხმარება ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა; ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადე და დაიცვას მოხმარების წესები – დაფარული ჰქონდეს ცხვირ-პირის არე და რამდენიმე საათში შეცვალოს ახალი პირბადით.

„#stopcovid კამპანიის დაწყებიდანვე PSP-ს მთავარი საზრუნავია, მომხმარებელს უწყვეტად მიაწოდოს სააფთიაქო პროდუქცია, ამასთან მომხმარებელიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაცულები იყვნენ. ლოქდაუნის შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან ერთად, პირბადეების გამოყენების აქტუალობაც მატულობს, ამიტომ PSP-ს, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის სურვილია, ჩვენი მომხმარებელი და საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული, გავუმარტივოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა… ამიტომ, დღეიდან პირბადეებს ახალ ფასად – 20 თეთრად ვთავაზობთ მომხმარებლს, ანტისეპტიკური ხსნარების შეძენისას კი საჩუქრად გადავცემთ 5 პირბადეს“ – აცხადებენ PSP-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები