LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ადამიანს ძალადობაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს: დავით სერგეენკო

43
დავით სერგეენკო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით სერგეენკოს განცხადებით, „პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ადამიანს ძალადობაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს“. მისივე თქმით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე „ქართულ ოცნებაში“ ყველამ მკაფიო პროტესტი გამოხატა.

„იმ სამწუხარო დღეს მოვლენები კალეიდოსკოპურად განვითარდა, 11:00 საათზე უკვე დაწყებული იყო ძალადობა, რასაც პარლამენტის წინ ვხედავდით. პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ამაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს. შეიძლება, დაგმობის ფორმა იმ წუთში საჯაროდ არ იყო გაჟღერებული, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამაზე გამონაკლისის გარეშე ყველა ჩემს კოლეგას პროტესტის მკაფიო გამოხატვა გვქონდა.

რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზირებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო, გავაკეთე, გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც. მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო, გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები