LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის უჩვეულო ფორმა: კაცმა ქადაკებაში 4 000$ დახარჯა, რათა ქალაქისთვის შუა თითი ეჩვენებინა

250
guy-spends-4000-on-giant-statue-to-give-his-whole-town-the-middle-finger-650x350

როგორ ფიქრობთ, ღირს 4 000 დოლარის დახარჯვა ქანდაკებაში, რომელიც მთელ ქალაქს შუა თითს უშვენებს? ტედ პლეკს ვერმონტიდან, პროტესტის გამოსახატად ამ თანხის გადახდა ნამდვილად უღირდა.

საქმე იმაშია, რომ პელკს ავტოფარეხის გაკეთება სურდა, რისი ნებართვას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მიიღო. ის თვლის, რომ ქანდაკება ფართო გაგებით ხელოვნებას მიეკუთვნება და ყველაზე მშვენიერი რამ არის, რაც კი ცხოვრებაში უნახავს.

ტედ პლეკი განმარტავს, რომ ქანდაკება ქალაქის მოსახლეობას არ ეძღვნება:

”არ ვცდილობ სიძულვილისა და მტრობის გამოწვევას, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, ყველა ადამიანი ძალიან კარგია. ჩემთვის გადამწყვეტი იყო იმის დამტკიცება, რომ ის მიმართულია უშუალოდ იმ ადამიანებისკენ, რომლებიც სხედან ჩვენი ქალაქის ოფისში. თუ არ გინდა [ავტოფარეხის] ნახვა, შეხედეთ ამას“ – ამბობს ტედ პლეკი

მის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში განსხვავებული შეფასებები მოყვა. ზოგი მამაკაცს გემოვნებას უწუნებს, ზოგიც პროტესტის ორიგინალურად გამოხატვის გამო აქებს.

ცნობისთვის, ქალაქში ბილბორდები აკრძალა, მაგრამ იმის გამო, რომ გიგანტური შუა თითის ქანდაკება სარეკლამო ბიზნესს არ წარმოადგენს, გამოხატვის თავისუფლებაც დაცულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები