LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ – მამუკა ხაზარაძე

178
ხაზარაძე

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან, სადაც აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს, განაცხადა, რომ

„ქართველ ხალხში პოლარიზაცია არ არსებობს, ეს არის ერთიანობა, ერთსულოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვართ, საერთო მიზანი გვაქვს. პოლარიზაცია არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის. აი, ეს არის პრობლემა და ამის გადაჭრის გზა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა“.

მისივე თქმით, სანამ ეროვნული თანხმობის მთავრობა არ შეიქმნება, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის კონკრეტული გეგმა ექნება, ეს პროტესტი არ გაჩერდება.

“ეროვნული მთავრობა პარლამენტის მიერ იქმნება, მაგრამ “ქართულ ოცნებას” აბსოლუტურად, ყველა თანამდებობა, ყველაფერი უზურპირებული აქვს. ეს პროტესტი არ გაჩერდება და ჩვენ მანამდე ვიქნებით აქ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო “ასოცირებული ტრიოდან” „აუტსაიდერებში“ ყოფილიყო და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

მისივე თქმით, ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

“იმ გეგმის შესრულებას კომისიები არ სჭირდება. ამას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომების მოწვევა, შარლ მიშელის დოკუმენტთან სასწრაფოდ დაბრუნება, ამის ხმამაღლა თქმა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რასაც ხელისუფლება არ დგამს. განსაკუთრებით ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო იმ “ტრიოდან” აუტსაიდერებში ყოფილიყო და ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინას და მოლდოვას სტატუსი აქვს და ჩვენ არა.

თუ ვინმეს ეკუთვნის სტატუსი – საქართველო ეკუთვნის. ხელისუფლების მხრიდან ქმედება არ ჩანს,” – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა.

“წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით, იქნება ძალიან საინტერესო ღამე” – გიგა მაქარაშვილის თქმით აქცია მთელი ღამე არ დაიშლება

ხვიჩია: აქციის მოთხოვნებს არა, მაგრამ ხალხის მოთხოვნას, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ვუერთდები

ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია… დღის ბოლომდე აქვთ ვადა – ჯერ ისევ 3 ივლისია – შოთა დიღმელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები