LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროსტატის ადენომის მკურნალობის ასეთი ეფექტი არ შემხვედრია“ – ცნობილი ქირურგი ქართული ნაყენის სასწაულზე წერს

doctor

ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგი, ცნობილი ქირურგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ზუხბაია, ქართული ნაყენის „ქავთასის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს. ქირურგი პაციენტზე ლელა გეჯაძის ნაყენის სასწაულმოქმედ ეფექტზე წერს. მის პოსტს „ფორტუნა“ სრულად გთავაზობთ:

„ქალბატონ ლელას, არც თუ ისე დიდი ხანია, ვიცნობ. მანამდე, გაგებული მქონდა ჩემი კოლეგებიდან, მისი ძალიან ეფექტური წამლის შესახებ. მეც, როგორც ექიმების უმრავლესობა, სკეპტიკურად – ეჭვით აღვიქვამდი ყოველივე ამას. პროფესიონალურმა ინტერესმა მძლია და ჩემს კოლეგას, რომელსაც ექოსკოპიური კვლევით დაუდგინდა პროსტატის ადენომა (მოცულობა 76 კუბ სმ) ვურჩიე, მიემართა მისთვის ჩემი რეკომენდაციით. დაგეგმილი მკურნალობის ნახევარი კურსის (5) ჩატარების შემდეგ, საკონტროლო ექოსკოპიური კვლევით საოცარი შედეგი დადგინდა – მოცულობა გახდა 48 კუბ სმ. მე, არც ლიტერატურაში და არც ჩემი პრაქტიკიდან პროსტატის ადენომის მკურნალობის ასეთი გამოხატული ეფექტი არ შემხვედრია და ჩემს აზრს იზიარებენ ცნობილი სპეციალისტებიც. მიმაჩნია, რომ ეს ნაყენი, სახელწოდებთ „ქავთასი“ უნდა იქნას შესწავლილი ფარმაცევტული კომიტეტის მიერ და მიეცეს ფართე უფლება მის გამოყენებას არაავთვისებიანი დაავადებების დროს, რომელთა ჩამონათვალიც მრავალფეროვანია“.

საკუთარი ნაყენის შესახებ ლელა გეჯაძე ოფიციალურ გვერდზე დღეს პაციენტის მიერ მოწოდებულ ექოსკოპიურ კვლევასაც აქვეყნებს, სადაც ფარისებრ ჯირკვალზე ერთი კვანძი მთლიანად გამქრალია. ამის დამადასტურებლად ექიმ-თერაპევტს წინა და ახლანდელი კვლევის შედეგები მოჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები