LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი ჯერ ვერ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა გვარამიას კიდევ ერთხელ გამოკითხვაზე

219
გუბელაძე

“რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი, ზვიად გუბელაძე ჯერ ვერ აკონკრეტებს, გახდება თუ არა საჭირო გვარამიას გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარება.

„ის, რასაც ეწევა, პროსტიტუციაა „ - გვარამია ნიჟარაძის ადვოკატზე

ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა

ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მიღებული პასუხების შესაბამისად კი დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ნაბიჯები.

სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილია, გახდება თუ არა საჭირო ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარება.

“გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის  კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე და ასევე  ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ,“-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

პოპულალურები