LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს

723
BeFunky-collage (1)

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.აქტივისტები საგამოძიებო უწყებასთან გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას და პოსტზე მის სავარაუდო დაბრუნებას აპროტესტებდნენ.

“მაკავებენ იმის გამო, რომ შოთაძეს გადავუყარეთ ბოტასები”- თქვა ზვიად კუპრავამ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ზვიად კუპარავა და კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შოთაძის კანდიდატურა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს დღეს ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება, ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია.პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ყოფილი გენერალური პროკურორი შესაძლოა ძველ თანამდებობაზე დაბრუნდეს.ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაა. მისი  კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა.

სარალიძე შოთაძეზე: სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ

"ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა"

საგამოძიებო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2018 წლის მაისის ბოლოს ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ გადადგა, მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. თუმცა, მმართველი გუნდის ლიდერებმა მას უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები