LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურაში ტყუილად სიარულს, ჯობია ძაღლი გამოვასეირნო-ნიკა გვარამია

448
1572621964-5dbc4fe947ccb

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით პროკურატურაში იმყოფება. ის საგამოძიებო ორგანოში ძაღლთან ერთად მივიდა.

“აწი სულ ძაღლით მოვალ ხოლმე. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მას მოვასმენინო. იქნებ რამე გაიგოს, ჩამოვიდნენ ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა ედგარის მეშვეობით, იქნებ კარგად გაიგოს რას გვედავებიან”, — აღნიშნა გვარამიამ.

ბრალდებასთან დაკავშირებით, გვარამიამ აღნიშნა, რომ ვარამიამ აღნიშნა, ეს მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებაა, თუმცა მისთვის ცნობილი არ არის რას ედავებიან.

გვარამიას ბრალი დაუმძიმეს - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

პროკურატურამ გვარამიასთვის ახალი ბრალის წაყენება გადაწყვიტა

„დაკავება (ჩემი) სულ უნდა, მაგრამ ხშირად, რაც გინდა, ვერ გამოგდის. შეიძლება, წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო. ასეთი უცნაურია ხოლმე ცხოვრება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა. გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები