LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურას ბოქლომი სიმბოლურად მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაადო

313
5

როგორც ოპოზიციას დაანონსებული ქონდა, გეგმის მიხედვით გრძელდება სახელმწიფო უწყებების “დაბოქლომება”. ამჯერად აქციის ორგანიზატორები, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, სადაც სიმბოლურად ჭიშკარზე ბოქლომის დადება მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუთმეს. სახელმწიფო დაწესებულების მთავარ შესასვლელთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, რომლებმაც მაჩალიკაშვილს ჭიშკრის ბლოკირების უფლება არ მისცეს. ოპოზიციამ რკინის კარის იმ ნაწილის პიკეტირება მოახდინა, რომელიც არ იღება.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მედიასთან ემოციური კომენტარი გააკეთა და რამდენჯერმე უხამსი სიტყვებით მოიხსენია მაღალჩინოსნები, რისთვისაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მიიღო.

ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ, მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“რომ არა ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და სხვები ვინც არიან უდანაშაულოდ დაკავებულები, რომ არა პოლიცია და ის სპეცრაზმი, რომლებსაც იყენებთ. მეტი რესურსი არ გაგაჩნიათ. 2 წელია ვიბრძვი. ბოდიში მაინც მომიხადეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვ სიმართლეს. ამათ შავი ჭირი უნდათ. გამეცით პასუხი, რატომ მწამლავთ?” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პროკურატურასთან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა განცხადება გააკეთა. მათ შორის გიგი უგულავამაც და აღნიშნა, რომ “დაბოქლომდება” ყველა სახელმწიფო უწყება. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე და მათ შორის იმ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს პარლამენტის შენობის კვლავ პიკეტირებას.

თავრობის პასუხი ოპოზიციას – „ბლოკირება ისევ იგივე პრინციპით მოიხსნება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები