LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიონალები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ესვრიან: ეს იყო ბანალური ყაჩაღობა

507
zxcvbn

“ასეთი დონის მომზადებულმა დამნაშავემ ჯარის კაცის ფორმა და დროშა შეიძლება, შენიღბვის მიზნით გამოიყენოს. თუნდაც, იმიტომ, რომ საზოგადოება ქართული ჯარის მიმართ კეთილგანწყობილია” – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, მამუკა ყურაშვილმა ”TV პირველის” ეთერში ”დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ დიდი ყურადღება მიაქცია თავდამსხმელის იარაღის სწორ გამოყენებას. ეს არ არის პრობლემა. ამას საბრძოლო კურსის დაწყებიდან გადიან. ვისაც ეს კურსი გავლილი აქვს, შესაძლებელია კვალის არევის მიზნით, ესეც გამოეყენებინა. თუმცა, მის შესწავლა და დადგენაც შესაძლებელია.

”ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმთან ნაკლებად გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ პროფესიონალები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ესვრიან. ჩვენ ვნახეთ, რომ მან ოპერატორს ესროლა. ეს არც პროფესიონალს და არც ჯარისკაც არ ახასიათებს”.

გენერალმა ეს ყაჩაღობა ბანალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ დამნაშავე, უბრალოდ ფულის გამო შევიდა და გაძარცვა. ასევე გამორიცხა ყველანაირი პოლიტიკური მოტივი. იმიტომ, რომ მსგავს შემთხვევაში, ის რომელიმე სამთავრობო პირის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდა. თუმცა, ეს არ მომხადარა.

რაც შეეხება ვერსიებს, თუ რა გამოსავალი არსებობს ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო უნაკლო ოპერაცია არსებული სიტუაციიდაან გამომდინარე. იმიტომ, რომ ყველა მძევალი გადარჩა და სპეცოპერაციამ უსისხლოდ ჩაიარა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ ჰქონოდა, გარკვეულ სპეოპერაციას ჩაატარებდა, მაშინ, როდესაც მძევლების რაოდენობა შემცირდა.

“ჩემი აზრით, თუნდაც მანქანაში შესაძლებელი იყო, ერთ ლიტრამდე საწვავი ყოფილიყო და გარკვეული დროის შე3მდეგ, სწორად დაგეგმვით ჩასაფრება მომხდარიყო და დაკავებულიყო. თუმცა, იმდენად მწირი ინფორმაცია გვაქვს ზოგადად, რომ არც ვიცი ამ ეტაპზე, რა ხდება და როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეცსამსახურები და სპეცრაზმი შესანიშნავად მუშაობენ. ამჯერად, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია”.

მამუკა ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაკავება სახელმწიფოსთვის აუცილებელია.

რაც შეხება მეთაურს, სამხარეო პოლიციის უფროსს. თავდამსხმელთან ხაზზე იყო და მსგავსი საქციელი, რაც მან განახორციელა მათ ახასიათებთ. ნიშანდობლივია ის, რომ აშკარად იქვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ამ ფაქტმა ნაწილობრივ დააშოშმინა სტუაცია და ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

“ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს შეწევთ იმის ძალა, რომ სადავო ტერიტორიაზე დამნაშავე დააკავონ. იმიტომ, რომ მათ ყველა გზა და ბილიკი შესწავლილი აქვთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები