LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი „ჩვენი ყანჩელი“ 18 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

691
chveni-yancheli

18 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, განმეორებით, გია ყანჩელის პატივსაცემად, გაიმართება პროექტი „ჩვენი ყანჩელი“. ამის შესახებ დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიხეილ ჯავახიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, სვიმონი და სამების ვაჟთა გუნდი, თეონა და გორის ქალთა გუნდი, გიორგი ცაგარელი, მე და ეროვნული ორკესტრი, თეო, ნინა და მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდი გიმასპინძლებთ ფილარმონიაში 18 ოქტომბერს გია ყანჩელის კინოს, თეატრისა და მსოფლიო კლასიკური სცენებისთვის შექმნილი უკვდავი მუსიკით. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე რთული და ემოციური კონცერტი, პირველად მისი დიდი საღამო მის გარეშე… მაგრამ მჯერა, რომ გავაგონებთ ჩვენს ხმას და გავახარებთ, რომ ერთი წუთითაც არ ვიცხოვრებთ მისი მუსიკის გარეშე!!!“

პროექტის პროდიუსერი თეონა ჯორბენაძეა, რომელიც აღნიშნავს:

„გია ყანჩელის შემოქმედებიდან ალბათ, ყველას თავისი საყვარელი მელოდია, სიმღერა და ნაწარმოები აქვს. ჩვენ კი დაგვრჩა 2015-ში მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „ჩვენი ყანჩელი“ და გადავწყვიტეთ, რომ 18 ოქტომბერს შევასრულოთ. ამ პროექტის მზადებისას შევეცადეთ, ერთ საღამოდ აგვეკინძა მისი მრავალმხრივი სათქმელები კინოსა და თეატრის, საგუნდო მუსიკის, ოპერისა თუ სიმფონიური ნაწარმოებების ენაზე. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ თავად არ იცოდა რას ვამზადებდით, შევთანხმდით, რომ მისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო და მართლაც არ დასწრებია არც ერთ რეპეტიციას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღელავდა, ბოლომდე შეასრულა პირობა.

ჩვენ კი რა ფეთება გვექნებოდა კონცერტამდე ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ხომ ყანჩელი იყო, ვაი და არ მოსწონებოდა!

ამ დღეებში აღმოვაჩინე ვიდეო, რომელიც ამ ამბებს ასახავს და 18-ში კონცერტამდე გავუშვებთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები