LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომლებიც ივლისში გაძვირდა – ინფლაციის ახალი სტატისტიკა

126
234751097

2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (15 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.9 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი).

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები