LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ ვაჟის ნათლობაზე პრინცესა დაიანას დებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო (ფოტო)

4096
1 (1)

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟის, არჩი ჰარისონის ნათლობა 6 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართა. მოგვიანებით კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა მედიისთვის ოფიციალური ფოტო გაავრცელა, სადაც ჰარი და მეგანი ვაჟთან ერთად უინძორის სასახლის მთავარ დარბაზში პოზირებენ. პატარა არჩის ნათლობისას ის პერანგი აცია, რომელიც პრინც ჯორჯს, შარლოტასა და ლუის ეცვათ. რაც ეხება თავად მთავარ ფოტოს, აქ მოხვდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი, ასევე მეგან მარკლის დედა, დორია რეგლანდი და პრინცესა დაიანას დები, ლეიდი ჯეი ფელოუსი და სარა მაქორდეილი.

ცნობილია, რომ პრინცესა დაინას დებისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება ნათლობაზე თავად პრინც ჰარის გადაწყვეტილებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები