პრინცმა ჰარიმ დედის, პრინცესა დაიანას მსგავსად დანაღმულ ველზე გაიარა. ბრიტანეთის პრინცმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ დედამისის, პრინცესა დაიანას ჟესტი გაიმეორა.
22 წლის წინ, პრინცესა დაიანამ ანგოლაში დანაღმვის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში დანაღმულ ველზე გაიარა.
შეგახსენებთ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პატარა არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან.