LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამის მოულოდნელი სიურპრიზი პრინცესა დაიანას ფანებს (ფოტო)

281
prncwlldiana

გუშინ პრინცესა დაიანას დაბადების 58 წლისთავი აღინიშნა. ამ დღეს კენსინგტონის სასახლის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ სასახლის კართან ყვავილები, სამახსოვრო ფოტოები და წერილები დატოვეს. დღეს კი სასახლესთან მისულ გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი დახვდათ. მათ შესახვედრად მოულოდნელად პრინცი უილიამი გავიდა. პრინცესა დაიანას ფანებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ პრინცი უილიამი ყველას გაესაუბრა, ბოლოს კი მათ წერილებსს გადაავლო თვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები