LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და პრინცი უილიამის ურთიერთობა დათბა

159
harryandwilliamnewsmay

მედიაში უკვე წელიწადზე მეტია აქტიურად საუბრობენ პრინცი ჰარისა და პრინცი უილიამის დაპირისპირებაზე. ჭორები ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა, როდესაც ჰარიმ მეგან მარკლისთან შეხვედრები დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვეს.

დღეს კი გამოცემა Entertainment Tonight სანდო წყაროზე დაყრდნობთ წერს, რომ ძმების ურთიერთობა საგრძნობლად დათბა. ძმებზე ძალიან იმოქმედა მამის, პრინც ჩარლზის ავადმყოფობამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა. ამ ფაქტის შემდეგ ჰარი და უილიამი ტელეფონით სისტემატიურად კონტაქტობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები