პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სულ მალე სამეფო პირები აღარ იქნებიან. ამ რანგში ისინი მარტის ბოლომდე დაგეგნილ 6 ღონისძიებას დაესწრებიან.
მათ შორის, თებერვლის ბოლოს პრინცი ჰარი ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად ხმის ჩამწერ სესიას დაესწრება, ჰერცოგინია კი 3 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბარგით ხელში დამხმარე პერსონალის გარეშე (ფოტო)
წყვილი ამერიკიდან დაცვის წევრების თანხლებით, დამხმარე პერსონალის გარეშე ჩამოფრინდა. ბარგი მეუღლეებს ხელში თავად ეჭირათ.
9 მარტს ვესტმინსტერის სააბატოში კიდევ ერთი ღონისძიება იქნება, სადაც სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით აღნიშნავს თანამეგობრობის დღეს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს 31 მარტს დაემშვიდობებიან.
შეგახსენებთ, 8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.