როგორც ჩანს, საზოგადოებრივი კრიტიკა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის არ ადარდებთ. ცოტა ხნის წინ მეუღლეები კერძო ვერტმფრენის გამოყენების გამო გააკრიტიკეს, ამჯერად კი სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ თვითმფრინავი ნიცაში, უიქენდის გასატარებლად დაიქირავეს.
ფოტოებზე, რომლებიც ნიცას აეროპორტშია გადაღებული ჩანს, რომ ნიცაში მეუღლეები შაბათ-კვირის გასატარელად, პატარა არჩისთან ერთად ჩაფრინდნენ. ამისთვის მათ 12 ადგილიანი, Cessna-ს თვითმფრინავი დაიქირავეს, რომლის ღირებულება 20 ათასი ფუნტი სტერლინგია. მედიაში წერენ, რომ ლონდონიდან ნიცას მიმართულებით დღის მანძილზე რამდენიმე რეისი სრულდება და ძვირადღირებული თითმფრინავების ქირაობა სამეფო ოჯახის იმიჯზე ცუდად მოქმედებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაქორწინებამდე პრინცი ჰარი მხოლოდ მცირე ბიუჯეტიან სამგავზრო ვარიანტებს ირჩევდა.