LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „ინსტაგრამზე“ გულშემატკივრებს დაემშვიდობნენ (ფოტო)

260
mgnhrncvdnwess

31 მარტს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ. ეს უამრავ ცვლილებას გულისხმობს, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციონირებას სოციალურ ქსელებშიც. აქედან გამომდინარე, წყვილმა მიიღო გადაწყვეტილება, „ინსტაგარამის“ ოფიციალური გვერდი გააუქმოს.

„ჩვენ აქ ვეღარ გვიხილავთ, მაგრამ ჩვენი საქმიანობა გრძელდება. მადლობას ყველას მხადაჭერისა და იდეებისთვის, ჩვენ მალე შეხვდებით“ – ნათქვამია სასექსის ჰერცოგისა და მისი მეუღლის განცხადებაში.

აქვე ცნობილია, რომ მეუღლეები @sussexroya-ის ექაუნთს აღარ გამოიყენებენ. თებერვალში გახდა ცნობილი, რომ დედოფალმა ელისაბეტმა ჰარისა მეგან  Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა. სავარაუდოდ, უკვე თავისუფალ წყვილს ახალი გვერდით ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები