LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჟურნალ TIME-ის გარეკანზე – გამოცემამ მეუღლეები ყველაზე გავლენიან წყვილად დაასახელა

240
meganmarkl

დღეს, პრინცი ჰარის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჟურნალმა TIME ახალი გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა. საშემოდგომო ნომრის გარეკანის გმირები პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. ფოტოები სავარაუდოდ, სანტა-ბარბარაში, წყვილის მონტესიტოს რეზიდენციაშია გადაღებული. მეუღლეებმა ფოტოსესიისთვის შავ-თეთრი სამოსი შეარჩიეს, პრინცი ჰარი შავი ფერის სვიტერსა და შარვალში არის გამოწყობილი, მეგან მარკლი კი, თეთრი ფერის კომბინეზონში.

ჟურნალის გარეკანს ახლავს თიზერიც, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გავლენიანი გამოცემა მეგანსა და ჰარის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან წყვილად ასახელებს.


 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები