LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალთან შეხვედრას და შერიგებას ითხოვენ

418
meganhrnews

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მათ ოპრა უინფრის მისცეს, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ცნობილი ხდება, რომ სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ დედოფალ ელისაბეთს ოფიციალური წერილით მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.  გამოცემა The Sun წერს, რომ შეხვედრის მიზანი დედოფალთან ყველა არსებული უთანხმოების გარკვევაა. ამასთან, ჰარი და მეგანი შვილებთან საშობაოდ ბუკინგემის სასახლეში ჩასვლას აპირებენ.

თუ დედოფლის პასუხი დადებითი იქნება, ეს ჰარისთვის სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, მესამე ვიზიტი იქნება. რაც ეხება მეგან მარკლის, ის ბრიტანეთში ამ სკანდალის შემდეგ პირველად ჩავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები