LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე დაპირისპირებულ ძმებს შორის ბიძაშვილი ჩადგება – გადაწყვეტილება დედოფალმა მიიღო

5552
williamghr

შაბათს ბრიტანეთი დედოფლის მეუღლეს, პრინც ფილიპს ოფიციალურად გამოემშვიდობება. დაკრძალვის ცერემონიას 30 ადამიანი დაესწრება და ის მკაცრად გაწერილი პროტოკოლით ჩაივლის.

უკვე ცნობილია, რომ დედოფლის გადაწყვეტილებით მანქანას, სადაც პრინცი ფილიპის იქნება დასვენებული, უკან გააცილებენ პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი. მათ შორის კი ჩადგება მათივე ბიძაშვილი, პიტერ ფილიპსი. ეს გადაწყვეტილება დედოფალმა პირადად მიიღო.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდა თუ არა ძმების გაცალკევება მათივე სურვილით, სამეფო ოჯახის აცხადებს რომ არა. ცნობილია, რომ დაკრძალვაზე დამსწრე სტუმრებს შორის არ იქნებიან პრინცი ფილიპის შვილთაშვილები, რადგან სამეფო ოჯახი მიიჩნევს, რომ ბავშვები ამ ტრაგიკულ მომენტს უნდა აარიდონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები