LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა სოფია კორონავირუსის გამო ექთანი გახდა

346
პრინცესა

შვედეთის პრინცესა სოფია კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო. პრინცესა სოფიამ სტოკჰოლმის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა.

მისი საქმე კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან უშუალო კონტაქტი არ იქნება.

პრინცესას მოვალეობებში შედის დეზინფექციის ჩატარება, დასუფთავება და სამზარეულოში მუშაობა.

პრინცესა სოფია ყოფილი მოდელია. მან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 3-დღიანი კურსი გაიარა და სწორედ ამის შემდეგ მიეცა საშუალება, საავადმყოფოში მოხალისედ ჩართულიყო.

პრინცესამ საავადმყოფოში გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა და დაწერა, რომ აქვს შესაძლებლობა ადამიანებს ამ რთულ დროს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, შვედეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული გზა აირჩია.

Princess Sofia of Sweden poses during her first day at work at the Sophiahemmet hospital in Stockholm.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები