LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა შარლოტას ლეიდი დაიანას ასლი უწოდეს (ფოტო)

394

პრინცი უილიამისა და ქეთ მიდლტონის ქალიშვილის, პრინცესა შარლოტასა და დედოფალ ელისაბედის მსგავსებაზე მედია დიდი ხანია საუბრობს. ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ უკვე 3 წლის პრინცესა შარლოტა თავის ბებიას, პრინცესა დაიანას ემსგავსება. სამეფო ოჯახის ფანების მიერ შექმნილ „ინსატგრამის“ გვერდზე განათავსეს პრინცესა შარლოტასა და ლეიდი დაიანას ბავშვობის ფოტოები, სადაც მათ შორის მართლაც საოცარი მსგავსებაა.

სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით „შარლოტა და დაიანა სამუდამოდ“, სადაც სამეფო ოჯახის წევრების ფოტოებს ანთავსებენ. რაც შეეხება თავად შარლოტას, ის დაბადებიდან მართლაც ძალიან ჰგავდა დიდ ბებიას, მოგვიანებით მას ქეით მიდლტონსაც ამსგავსებდნენ. ამჯერად კი სულ უფრო მეტს საუბრობენ შარლოტასა და დაიანას მსგავსებაზე. სხვათაშორის შარლოტას სრული სახელი შარლოტ ელისაბეტ-დაიანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები