LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა შარლოტამ ჟურნალისტებს ენა გამოუყო (ფოტო)

5422
sharlota-midlton

გუშინ უაიტის კუნძულზე, ხემპშირის საგრაფოს მახლობლად The King’s Cup-ის ყოველწლიური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პრიცნმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიიღეს. პირველად შეჯიბრს 6 წლის პრინცი ჯორჯი და 4 წლის პრინცესა შარლოტა შეუერთდნენ. ყველაზე საინტერესო სწორედ პრინცესა შარლოტას გამოჩენა გახდა, როდესაც დედა მას ინსტრუქციებს აძლევდა, შარლოტამ ჟურნალისტებს ენა გამოუყო.

სამეფო ოჯახი საზღვაო თემატიკის სამოსში იყო გამოწყობილი. იქამდე, სანამ უილიამი და ქეითი შეჯიბრში მონაწილეობდნენ, ბავშვები ბაბუასთან და ბებიასთან, ჯეიმს და კეროლ მიდლტონებთან ერთად იახტიდან ადევნებდნენ თვალს ღონისძიებას. შეჯიბრში ასევე მონაწილეობდნენ ტელეწამყვანი ბერ გრილსომი და კომიკოსი ჯონ ბიშოპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები