LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა შარლოტა ლეიდი დის ძმისშვილის ორეულია (ფოტო)

287
prncshrltnwsss

28 წლის ლეიდი კიტი სპენსერს პრინცესა დაიანას ხშირად ადარებენ. ლეიდი დის ძმისშვილი ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია და სამეფო ოჯახის ყველა წევრთან მეგობრობს. რამდენიმე დღის წინ კიტი სპენსერმა ,,ინსტაგრამზე” ძველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის 4 წლისაა და ცხენზე ჯირითობს. ეს ფოტო საინტერესო გახდა მედიისთვის, რადგან აშკარა მსგავსება გამოჩნდა კიტი სპენსერსა და პატარა პრინცესა შარლოტას შორის. ფოტოებზე მათი გარჩევა შეუძლებელია.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილი დიდ ბებიას, დედოფალ ელისაბეტს ჰგავდა.

ლეიდი კიტი სპენსერი 4 წლის

შარლოტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები