LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ქალიშვილის მონათვლა უინძორის სასახლეში სურთ – დედოფლის პასუხი უცნობია

195
meganmarklnews454

ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პატარა ლილიბეთის მონათვლას უინძორის სასახლეში გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ პრინც ჰარის უახლოეს  მეგობრებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის მტკიცებით, მათ ამის შესახებ დედოფალს უკვე შეატყობინეს, თუმცა, პასუხი უცნობია. ამ დრომდე სამეფო ოჯახს არ განუახლებია ტახტის მემკვიდრეთა სიაც, სადაც პატარა ლილიბეთიც უნდა დაემატოს, შესაბამისად, ჰარი და მეგანი ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, ნათლობის შემდეგ მოხდეს.

სამეფო ოჯახში ნათლობა განსაკუთრებული ტრადიციაა. ყველა ბავშვი უინძორის სასახლის ტაძარში, სპეციალური ცერემონიალით მონათლეს, მათ შორის პრინცი არჩიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები