LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის მამა ჯეიმს ჰიუიტია – ამტკიცებენ თმის ბრიტანელი ექსპერტები

4493
hari

ვინ არის ჯეიმს ჰიუიტი და რა კავშირი აქვს მას პრინც ჰარისთან? მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის და მეგან მარკლის შვილი შეეძინათ, პრინცესა დაიანას დროს გავრცელებული ჭორები ისევ განახლდა, რადგან ფანებმა პატარა უფლისწულის დაბადება სწორედ ჰეიმს ჰიუიტს მიულოცეს.

“დეილი სთარი” წერს, რომ ჰიუიტმა პრინცესა დაიანას სიყვარული საჯაროდ 2000 წელს აუხსნა. ჰარის დაბადების შემდეგ ბრიტანეთში გაჩნდა ჭორები, რომ ჰარი სწორედ ჯეიმსის შვილი იყო.

ახლა ეს საკითხი აქტუალური პრინც ჰარის შვილის ფოტოების გამო გახდა, სადაც ჩანს, რომ პატარა პრინცს წითური თმა აქვს.

თმის ექსპერტი სპენსერ სტივენსონი “დეილი სთართან” ინტერვიუში ამბობს, რომ დაახლოებით 6 თვეში ზუსტად ეცოდინებათ, აქვს თუ არა პრინც ჰარის შვილს ნამდვილად წითური თმა.

“ფოტოზე ჩანს, რომ წითური თმა აქვს, თუმცა 6 თვეში ზუსტად გვეცოდინება. ამის შემდეგ გამოჩნდება, ჭარბობს თუ არა წითური თმის გენი, რადგან მეგანს მუქი თმა აქვს”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები