LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

118
BeFunky-collage (4)

საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში 2018 წლის ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაღუპული ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი იყო.

ივანე კუპრაძეს ღირსების ორდენი გადაეცა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის ცოლს ნათია მულაძეს გადასცა და ხაზგასმით აღნიშნა ივანე კუპრაძის ღვაწლი.

“ჩვენ გვჭირდება მეტი რეინჯერი. მათ სჭირდებათ უკეთესი პირობები. ყველანი ვართ ამაზე პასუხისმგებლები. იმისთვის, რომ მომავალ წლებში მეტმა ახალგაზრდამ დაინახოს, რომ ამ ქვეყნის მომავალი მარტო ბიზნესში ან სამართლის ცოდნაში არ არის, არამედ არის სწორედ ამ პროფესიებში რომელიც იცავს ქვეყანას და მის მომავალს”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები