LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი დაინიშნა – იქნება თუ არა მთავარი თემა “სკანდალური შეწყალებები”

291
გაბუნია

სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ხვალ პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი დაინიშნა. მას საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავს.

ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არაა, რა იქნება ბრიფინგის მთავარი თემა, თუმცა ბოლო დღეებში სალომე ზურაბიშვილის მიმართ უმრავლესობისა და ოპოზიციის კრიტიკას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, გაბუნიამ სწორედ “სკანდალურ შეწყალებებზე” ისაუბროს

პრეზიდენტისგან მის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებაზე განმარტებები და მეტი გამჭვირვალობა დღეს სახალხო დამცველმაც მოითხოვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, შეწყალების უფლება  მის დაუსაბუთებლად გამოყენებას არ გულისხმობს. ბრიფინგს რაც შეეხება, ის ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ცოტა ხნის წინ კი მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობაში მსჯავრდებული, 1994 წლიდან ძებნილი ზურაბ ნადირაძეცაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები